3
ნიუ მექსიკოს პროკურორმა ამერიკელ მსახიობ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა, რომელიც 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხებოდა.
პროკურორმა კარი მორისეიმ ბოლდუინის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი მოხსნა.
ბოლდუინის ადვოკატებმა, ლუკ ნიკასმა და ალექს სპირომ განაცხადეს, რომ “დღევანდელი გადაწყვეტილება, გაწვეულ იქნეს საჩივარი, გამართლებაა იმისა, რასაც ალეკ ბოლდუინი და მისი ადვოკატები დასაწყისშივე ამბობდნენ – ეს იყო ენით გამოუთქმელი ტრაგედია, თუმცა ალეკ ბოლდუინს დანაშაული არ ჩაუდენია”.
ცნობისთვის, ნიუ-მექსიკოს სასამართლომ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი 2024 წლის ივლისში გამოიტანა და ამერიკელი მსახიობი უდანაშაულოდ ცნო.
ალეკ ბოლდუინს ნიუ-მექსიკოს სასამართლო 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევაში სდებდა ბრალს. მსახიობის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა.