ნიღბიანები წიხლებით მირტყამდნენ, ორჯერ დავკარგე გონება, მხარი მაქვს მოტეხილი და 18 დღეა ვწევარ – ავთანდილ კუჭავა

3 days ago 3

ბიზნესმენს, რომლის სასმართლო პროცესი სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ გადადო, ბეჭის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს – ავთანდილ კუჭავა “პირველებთან” დეტალურად იხსენებს იმ სასტიკ ძალადობას, რომელას მისი თქმით, მასზე შავნიღბიანები ახორციელებდნენ.

ირკვევა, რომ ცემის დროს, ბიზნესმენს ორჯერ ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი. მასთან ერთად ნაცემია მისი მეგობარიც.

ჩემი მეგობარი თვალთახედვიდან რომ დავკარგე, უკან მოვიხედე და უკვე ძირს ეგდო, ნაცემი იყო. ხელითაც კი არ ვეჭირე მე რობოკოპს, მე თვითონ მივყვებოდი. პარლამენტთან რომ მივედი მაშინ მომვარდნენ შავებში გადაცმული სპეცრაზმელები, ჯერ ჩემს მეგობარს მივარდნენ, მერე მე დამიწყეს ცემა, ერთხელ გავითიშე, მერე თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე და ვიღაც ზემოდან მეფარებოდა, იმასაც ურტყამდნენ, თვალი რომ გავახილე მაგ დროს დავინახე რომ ბატუტი მოფრინავდა ჩემი სახის წინ, კიდევ გავითშე, მერე თვალები რომ გავახილე, ჯებირთან ვეგდე უკვე, თავბრუ მეხვეოდა და ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ვიღაცამ ჩამოაირა და წიხლი და ჩამიმატა და ზედამხრის მოტეხილობა მაქვს, თურმე გემატომები მქონია თავზე და 18 დღეა ვწევარ. გდდ-ს თანამშრომლები იყვნენ, როგროც ვხდები, იმიტომ, რომ ისინი არიან მხოლოდ იდენტიფიკაციის გარეშე. ქალის ხმაზე რატომ არ დაიშალეთო. მაგ ხმაზე საერთოდ არ ვიყავი მანდ. თუ მე ვარ კრიმინალი, მე დაწოლილზეც უნდა გამასამართლონ. თუ მე უდანაშაულო ვარ, მაშინ დაწოლილზეც უნდა მითხრან, რომ უდანაშაულო ვარ. მორალური სიმშვიდე ნამდვილად არ არის ის, რომ მოდი ახლა წევხარ და ფეხზე რომ ადგები, შემდეგ გაგასამართლეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატებმა პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია”, – განაცხადა კუჭავამ. 

სრულად წაკითხვა