ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება საქართველოში არსებული ვითარების შესახებ

3 days ago 1

ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის მსვლელობაში დაფიქსირებული დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება მოითხოვეს.  

მათ ასევე დაგმეს მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობა და დაშინება, ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაჟღერებული მუქარა.

 „როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ ქვეყნის გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალი გზის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხაზს უსვამენ რა, რომ საქართველომ „სასწრაფოდ“ უნდა იპოვოს გამოსავალი კრიზისიდან და აღადგინოს საზოგადოების ნდობა მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, მინისტრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვით“.

ნორდიკულბალტიური რვიანი არის რეგიონური თანამშრომლობის ფორმატი, რომლის წევრებიც არიან დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდიაი, ლატვიას, ლიეტუვა, ნორვეგია და შვედეთი. ნორდიკულ-ბალტიური რვიანი 1992 წელს შეიქმნა, როგორც ფორმალური თანამშრომლობის შეთანხმება ნორდიკული საბჭოსა და ბალტიისპირეთის ასამბლეას შორის.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა