WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს. დახმარების მიზანია მეტი ადამიანის სახლში დაბრუნება – ასევე ომით დაზარალებული ადამიანების რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაცია. “რუსეთის უკანონო აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები გამოიწვია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ დარღვევებზე ყურადღების გამახვილება და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ომით დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად,“ – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბართ ეიდემ.