27
ექიმი ნარკოლოგი, “ფედერალისტების” წევრი, ზურაბ სიხარულიძე:
ადამიანი ემოციურია — და თქვენ მას ფსიქიატრიულ დიაგნოზს აკერებთ?!
ეს არის სრული პროფესიული და ადამიანური პასუხისმგებლობის დაკარგვა.
ადამიანის ემოციურობა, გაბრაზება, ხმამაღალი საუბარი, მწვავე რეაქცია ან განსხვავებული ქცევა ფსიქიატრიული დიაგნოზი არ არის!
დიაგნოზს სვამს სპეციალისტი, პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე — და არა ვიღაცა სოციალურ ქსელში, ტელევიზიაში ან პოლიტიკოსი .
ყველაზე სამარცხვინო კი ის არის, რომ ფსიქიატრიულ დიაგნოზს იყენებენ იარლიყად და შეურაცხყოფად, თითქოს „გიჟი“ ადამიანის აზრს ფასი აღარ აქვს.
არა!
თუ ადამიანს არ ეთანხმები — უპასუხე მის არგუმენტს.
თუ გაღიზიანებს მისი ემოციურობა — გააკრიტიკე მისი ქცევა.
მაგრამ ფსიქიატრიული დიაგნოზის მიწებება იმისთვის, რომ ადამიანი დაადუმო და მისი პოზიცია გააუფასურო, ყოვლად დაუშვებელია.
როგორც ექიმს, განსაკუთრებით მტკივნეულად მიმაჩნია ასეთი დამოკიდებულება.
ფსიქიატრიული დიაგნოზი არ არის იარლიყი, შეურაცხყოფა და პოლიტიკური იარაღი.
ემოციური ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ჯანმრთელი.
და ძალიან მშვიდი ადამიანი შეიძლება საერთოდ არ იყოს მართალი.
ნუ აქცევთ ფსიქიატრიას შეურაცხყოფის ენად! ეს არის სტიგმა და ამას კატეგორიულად უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ.
“რასაც ვაკვირდები…” – რა (ვერ) გაიგო პაპუაშვილმა თორნიკე რაზმაძეზე დაკვირვებით?
საერთაშიროსო alia.ge