ჟურნალისტი, მწერალი დათო გორგილაძე:
„ნუ ელოდებით, რომ კობახიძე და მდინარაძე უხერხულში ჩაცვივდებიან ტყუილში ყოველი მომდევნო მხილების გამო.
გუშინ მადლობა გადაუხადეს 5 ქვეყანას;
ხუთიდან სამმა შემოუთვალა, ხომ
არ გძმარავთო;
დღეს თქვეს, რომ აიძულეს მხარდაჭერის უარყოფაო.
ხვალ, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ ესპანეთი, იტალია და რუმინეთი, როგორც ქვეყნები, საერთოდ არ არსებობენ – ცრუ ისტორიკოსების მოგონილი სახელმწიფოებია, კარტოგრაფებს კი გლობალური ომის პარტიამ ფული გადაუხადა რუკებზე მათი დატანისთვის.
მათი სინდისი ფეხსაცმელივითაა – რაც უფრო ცვდება, მით უფრო ნაკლებად უფრთხილდებიან და ტალახის გუბეებშიც უდარდელად დააბიჯებენ.“