“ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან! რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა – ქვეყანას იცავდა თქვენ კი მტერს ემსახურებით და მარტოს, დაუცველს ტოვებთ საქართველოს!” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”

14 hours ago 3

პაატა მანჯგალაძე კონკრეტული ფაქტების გახსენებით და შეფასება-მინიშნებებით “ქართულ ოცნებას” მიმართავს:

ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან! რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა – ქვეყანას იცავდა თქვენ კი მტერს ემსახურებით და მარტოს, დაუცველს ტოვებთ საქართველოს!

თქვენ ერეკლე კი არა – გეორგიევსკის ტრაქტატი გიყვართ…
და განსაკუთრებით ის, რაც ამ ტრაქტატს მოჰყვა:

• ქართლისა და კახეთის გაუქმება;
• მეფობის მოსპობა;
• ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება;
• პატრიარქის გადაყვანა რუსეთში, ტაძრების გადაღებვა;
• ქართული ენის განდევნა;
• ქვეყნის ოკუპაცია და დასჯა ყველა მცდელობისთვის, რომ თავი დაეღწია რუსული უღელისთვის!

სხვათაშორის, კომუნისტებიც ზარ-ზეიმით ზეიმობდნენ ამ ტრაქტატის წლისთავებს. რატომ? იმიტომ, რომ მათთვისაც ის იყო დამორჩილების, მონობის და საქართველოს რუსეთთან მარტოდ დატოვების სიმბოლო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა