ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართა (ვიდეო)

2 months ago 33
Video grab

11 მარტს, საღამოს თბილისში, Redisson red courtyard-ში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის,  ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა  გაიმართა.

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.

კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს იმღერებს, მეორე ნახევარფინალში. კონკურსის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში, ტრადიციულად, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სრულად წაკითხვა