ობუდსმენის თქმით, მზადაა ელენე ხოშტარიასადმი გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლით, მისი თანხმობის შემთხვევაში

15 hours ago 4

ომბუდსმენი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომაროებასთან დაკავშირებულ საკითხს და პასუხს სცემს დაინტერესებული საზოგადობის შეკითხვას "რას აკეთებს სახალხო დამცველი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით".

ლევან იოსელიანის განცხადებით, მზად იყო შეესწავლა ელენე ხოშტარიასთვის პენიტენციურ დაწესებლებაში გაწერული "სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხი", მაგრამ ამ დოკუმენტის გამოთხოვას თავად პირის თანხმობა სჭირდება.

"სწორედ ამიტომ, საჯაროდ გავრცელებული განცხადების შემდეგ მის ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი წარმომადგენელი და გამოხატა მზაობა პროცესში ჩვენი ჩართვის მიმართულებით", - წერს ლევან იოსელიანი.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ უარი თქვა, წინასწარი დაკავების უზოლატორში მისდამი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის სახალახო სამცველის აპარატის მიერ შესწავლაზეც.

ასევე არ ისურვა ლევან იოსელიანთან შეხვედრა, თებერვალში, როცა მან №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარი ქალები მოინახულა.

"განაცხადა რომ არ აღიარებს სახალხო დამცველს რაც მისი უფლებაა", - წერს იოსელიანი.

"კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მზაობას, განვახორციელო მონიტორინგი ელენე ხოშტარიას უფლებების, მათ შორის ჯანმრთელობის უფლების, დაცვის მიზნით; მისი თანხმობის შემთხვევაში განხორციელდეს მასთან აპარატის წარმომადგენლის ვიზიტი და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო საზოგადოებას მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით"- წერს იოსელიანი.

რა ხდება ხოშტარიას თავს

17 ივნისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „დროას“ ("კოალიცია ცვლილებისთვის" შემავალი პარტია) თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.

18-თვიანი პატიმრობა პლაკატზე წარწერის გამო

24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.

„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.

სოლიდარობა და ელენე ხოშტარიას გათავიუსფლების მოთხოვნა

ელენე ხოშტარიას თავისუფლების მოთხოვნით, რუსთავის ქალთა დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გამართეს დღეს 19 ივნისს პოლიტიკოსმა და საზოგადოების წარმომადგენელამ ქალებმა.

ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო,რომელიც მათი თქმით უკანონო პატიმარია. მათი განცხადებით, ელენე უკვე ათი თვეა პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება და არ იღებს მისი ქრონიკული დაავადებების მართვისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებას.

"ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

უარი საპროცესოზე ხოშტარიას სოლიდარობისთვის

დღევა, 19 ივნისს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას სოლიდარობის მიზნით შიმშილობა დაიწყო.

მოგიანებით, მას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოეხმაურა ზარქო ალბუთაშვილს. მისი სახელით დაწერილ პოსტში ნათქვამია:

„უკიდურესად შეწუხებული ვარ ზაქრო ალბუთაშვილის მდგომარეობით. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და ძალიან გთხოვთ, დასუსტების, შიმშილობის ნაცვლად, პირიქით, ვიმკურნალოთ, გავძლიერდეთ და ისე ვიბრძოლოთ“.

სრულად წაკითხვა