ვინიცის ოლქში ორ უკრაინელ პოლიციელზე თავდამსხმელები დააკავეს, ნაპოვნია მათი ავტომანქანაც. ორივე ბრალდებული ოდესის ოლქში თავს აფარებდა მიტოვებულ შენობას და უკრაინის დატოვებას გეგმავდა, – იტყობინება ეროვნული პოლიცია.

ამასთან, მოწმდება მათი შესაძლო კავშირები დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებთან. პოლიციელებზე თავდასხმის მოტივად დაკავებულები ხელყუმბარების გადატანას ასახელებენ.

შეგახსენებთ, ბრალდებულებმა პოლიციას ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მანქანაში მოთავსებული ყუთის გახსნა მოითხოვა.

თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორემ კი ჭრილობა მიიღო, თუმცა, საპასუხო ცეცხლის შედეგად, ერთი თავდამსხმელის დაჭრა მოახერხა.

პოლიციელებზე თავდასხმის დღესვე, შსს-მ გამოაქვეყნა მოკლული პოლიციელის სამხრე კამერის ცანაწერი, სადაც კარგად ჩანს, რომ ერთერთმა თავდამსხმელმა პოლიციელს ცეცხლი სრულიად უწყინარ სიტუაციაში, მოულოდნელად გაუხსნა. 

ვიდეო გამოქვეყნდა ტელეგრამ-არხებზე, მათ შორის, ტელე-რადიო კომპანია ოდიშის ოფიციალურ გვერდზე ტელეგრამში. 

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს.