ოდესის სანაპიროსთან ცურვის დროს სამი დამსვენებელი აფეთქებების შედეგად დაიღუპა

1 week ago 6

ოდესაში, ნაპირიდან მოშორებით ცურვის დროს, სავარაუდოდ, წყალზედა ნაღმეზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქებები ნაპირიდან დაახლოებით 50 მეტრში მოხდა.

„ცურვის დროს, უცნობი ობიექტების ორი აფეთქების შედეგად, სამი დამსვენებელი დაიღუპა – ერთი ქალი და ორი მამაკაცი“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ერთი მამაკაცი კაროლინო-ბუგაზის დასახლებაში დაიღუპა, მეორე მამაკაცი და ქალი კი – ზატოკაში.

„ყველა მათგანი ასაფეთქებელ მოწყობილობებზე აფეთქდა, როდესაც დასვენებისთვის აკრძალულ ზონებში ცურავდნენ“, – აღნიშნა კიპერმა.

სრულად წაკითხვა