ოდირი სადამკვირვებლო მისიის არმოწვევის თაობაზე „ქართული ოცნების“ განზრახვის გამო სინანულს გამოთქვამს

4 days ago 2
არჩევნები 2024. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) 7 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სინანულს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების „გაცხადებული განზრახვის“ გამო, არ მოიწვიოს არჩევნების სადამკვირვებლო მისია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, დააკვირდეს 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში.

განცხადებაში ოდირმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის, ასევე შემზღუდავი კანონმდებლობის, მომიტინგეების დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის,  ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებების გამო.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა