ოზურგეთის საკრებულოში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ჩხუბი მაშინ დაიწყო, როდესაც საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ნაცემი და ნაწამები მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქართული ოცნების წევრებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. ადგილზე მივიდა პოლიციაც.
“აქ მოსული ვიყავით მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად, რომ გვეჩვენებინა იმ დასახიჩრებული ადამიანების ფოტოები, რომელზეც ძალადობს რუსული ხელისუფლება. იგივე ხდება აქ, ადგილზეც. გავეშებულები არიან, პოლიციის მთელი მობილიზება ჰქონდათ”- აცხადება ენმ-ის წევრი თათია ნიკოლაშვილი.
საკრებულოში იყო მისული “ოცნების” დეპუტატი მარიკა ჩხიკვიშვილიც, რომელმაც ადგილზე მიიტანა ვანო მერაბიშვილის ფოტო, სადაც ის ორ გვამს ითხოვდა, ფოტოზე მერაბიშვილის გევრდით იდგა გდდ-ს შეფი “ხარებაც”. მას შემდეგ რაც ოპოზიციონერემა წევერებმა მას “ხარებაზე” მიუთითეს, ჩხიკვიშვილმა ფოტო საგულდაგულოდ დამალა.