,,ოთხი წელი პედოფილთან ვცხოვრობდი… მთრგუნავს სიღარიბე, დაძაბული ურთიერთობა მაქვს და-ძმასთან” – რას ჰყვება ნანა ტომარაძე ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე?

15 hours ago 2

,,უსა­მარ­თლო­ბას ბავ­შვო­ბი­დან ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი. ვი­საც ფული ჰქონ­დათ და სა­მე­ზობ­ლოს არ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ტა­ო­ტით ვუს­ვრი­დი გა­თეთ­რე­ბულ სახ­ლებს. ვირ­თხაც კი შე­მიშ­ვია მათ­თან სახ­ლში, როცა ამ ოჯა­ხის შვილს უთ­ქვამს, მე შენ­თან ვე­ღარ ვი­მე­გობ­რე­ბო” – ამ­ბობს ნანა ტო­მა­რა­ძე, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­იყ­ვა­ნოს და სხვა ქვე­ყა­ნას ჩა­ბარ­დეს.

ნანა ტო­მა­რა­ძე პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი ბევ­რჯერ გამ­ხდა­რა… ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ THE TIME ვრცე­ლი სტა­ტია მი­უ­ძღვნა იმ უცხო­ელ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძოდ­ნენ. სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რი იყო ქარ­თველ მებ­რძოლ ქა­ლებ­ზეც, მათ შო­რის – ნანა ტო­მა­რა­ძეც.. გა­სულ წელს კი ნანა ტო­მა­რა­ძე სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა მას შემ­დეგ შე­ით­რია კორ­დონ­ში, რაც მან ფეხი და­არ­ტყა სპეც­რაზ­მე­ლის ფარს. მე­დი­ა­ში მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ეს კად­რე­ბი… ამ­ჯე­რად იგი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა, თუ რა­ტომ მი­ი­ღო ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა…

– მთრგუ­ნავს ქვე­ყა­ნა­ში სი­ბინ­ძუ­რე, ჩა­მონ­გრე­უ­ლი უშნო შე­ნო­ბე­ბი, სი­ღა­რი­ბე… და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და-ძმას­თან. ამ­დენ პრობ­ლე­მებ­ში შე­იძ­ლე­ბო­და ვი­გინ­და­რა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მხო­ლოდ ფულ­ზე მე­ფიქ­რა, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი. კე­თილ­მა მშობ­ლებ­მა გამ­ზარ­დეს, მამა მყავს, დედა სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა… ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იცის, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ რო­გორ არის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა. ფი­ზი­კუ­რი თუ მო­რა­ლუ­რი, ჩემ­თვის ორი­ვე ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს, რად­გან ორი­ვე სა­ხის ძა­ლა­დო­ბა თა­ვად გა­მო­მიც­დია. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ვი­ა­რე და კარ­გად ვიცი, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სი მათ­გა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ…

დედა რად­გან სლა­ვუ­რი წარ­მო­შო­ბის იყო, ამის გამო პა­ტა­რა­ო­ბი­დან ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი ვი­ყა­ვი. დედა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე იყო, მოლ­და­ველ- რუ­მი­ნელ- ებ­რა­ე­ლი, ამის გამო რუსს მე­ძახ­დნენ, რუ­სის ქა­ლე­ბი კი უყო­ფაქ­ცე­ვო­ე­ბი არი­ა­ნო. ყვე­ლას აღ­ვი­რახ­სნი­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ, ერთ ქვაბ­ში ხარ­შავ­დნენ… რად­გან სლა­ვუ­რი წარ­მო­შო­ბის ვი­ყა­ვი, მე თურ­მე ჩემი მო­რა­ლი და პა­ტი­ოს­ნე­ბა არ მექ­ნე­ბო­და, რო­გორც და­ვუშ­ვათ ნამ­დვილ „ქარ­თველს.“ ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო ხოლ­მე შე­ძა­ხი­ლე­ბი, რა­მაც ძა­ლი­ან და­მა­კომ­პლექ­სა. ისე სრულ­ყო­ფილ პერ­სო­ნად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი ჩემს თავს, რო­გორც დე­დით და მა­მით ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი… უბან­ში კა­ტა­ლო­გის გო­გოს მე­ძახ­დნენ, მაგ­რამ მდი­და­რი მე­ზობ­ლე­ბი შვი­ლებს ახ­ლოს არ მა­კა­რებ­დნენ, რად­გან ღა­რი­ბი ვი­ყა­ვი. მე არ მწყინ­და. მარ­თა­ლია ფი­ნან­სე­ბი არ გვქონ­და, მაგ­რამ სხვა დიდი სი­კე­თე გვქონ­და. ლა­მა­ზი გე­ნე­ტი­კა, ჰუ­მა­ნუ­რო­ბა…

ისი­ნი კი, ვი­საც ფული ჰქონ­დათ და სა­მე­ზობ­ლოს არ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ტა­ო­ტით ვუს­ვრი­დი გა­თეთ­რე­ბულ სახ­ლებს. ვირ­თხაც კი შე­მიშ­ვია მათ­თან სახ­ლში, როცა ამ ოჯა­ხის შვილს უთ­ქვამს, მე შენ­თან ვე­ღარ ვი­მე­გობ­რე­ბო… მარ­თლაც სა­სა­ცი­ლო ხალ­ხი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ფული ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა კრი­მი­ნა­ლით და სხვი­სი გა­შა­ვე­ბით იშო­ვეს და ამ ფუ­ლით ბავ­შვებს არ­ხე­ი­ნად ზრდიდ­ნენ. ჩემ­სა და ასეთ ოჯახ­ში გაზ­რდილ ბავ­შვებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ მე ბუ­ნე­ბით ძლი­ე­რი ვარ, ეგე­ნი სხვი­სით არი­ან დღემ­დე. მე ცივ ქვა­ზეც კი ყვა­ვილს გავზრდი და ეგე­ნი წყალ­საც ვერ მო­ი­პო­ვე­ბენ მარ­ტო… უარ­ყო­ფი­თი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ოჯა­ხურ­მა კონ­ფლიქ­ტებ­მა. ჩემი მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ცხოვ­რე­ბა ერ­თად უწევ­დათ და ამ ერ­თად ცხოვ­რე­ბის გამო სა­ბურ­თა­ლოს მე­ზობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სულ ჭო­რა­ობ­დნენ… მერე მო­დი­ო­და უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რი, გა­მუდ­მე­ბით გა­სახ­ლე­ბე­ბი იყო, რაც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­დამ­ქონ­და…

– გა­სახ­ლე­ბა რა­ტომ?

– ჩემ­მა ბა­ბუ­ამ მი­ი­ღო სა­ბურ­თა­ლო­ზე ბინა, რად­გან იგი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რა­ნი იყო, რო­მე­ლიც ბერ­ლინ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. გა­მო­სახ­ლე­ბა კი იმის გამო ხდე­ბო­და, რომ იმ დრო­ის­თვის მხო­ლოდ პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი ბინა არ კმა­რო­და, რად­გან ბა­ბუა ომში და­კარ­გუ­ლი იყო. შემ­დეგ დე­და­ჩემ­მა სა­ბუ­თე­ბით და­ამ­ტკი­ცა ყვე­ლა­ფე­რი, რომ­ლე­ბიც არ­ქი­ვე­ბი­დან მო­ი­პო­ვა. შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ დე­დამ თა­ვის­თვის ვარ­კე­თილ­ში იყი­და ბინა და მა­მა­ჩე­მის­თვის ვა­ზი­სუ­ბან­ში. სა­ბურ­თა­ლო­ზე ბინა ჩემს ძმას რჩე­ბო­და, დე­და­ჩე­მის ჩემს დას და ვა­ზი­სუბ­ნის მე… სი­ტუ­ა­ცია ისე დატ­რი­ალ­და, რომ დე­და­ჩე­მი ბო­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო ვე­ღარ მი­ვი­და სა­სა­მარ­თლო­ზე და სა­სა­მარ­თლომ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა, რაც სა­სურ­ვე­ლი არ იყო. სა­ბურ­თა­ლოს სახ­ლის გა­რე­შე დავ­რჩით… ამის შემ­დეგ ვარ­კე­თი­ლის სკო­ლა­ში მო­მიხ­და სას­წავ­ლებ­ლად გა­დას­ვლა, შემ­დეგ ეს სკო­ლაც გა­მო­ვიც­ვა­ლე..

ცხრა კლა­სი კი უკვე გა­თხო­ვი­ლის სტა­ტუ­სით და­ვამ­თავ­რე. პრე­სას­თან უკვე არა­ერ­თხელ ვთქვი, რომ პე­დო­ფილ­თან ერ­თად ოთხი წელი ვცხოვ­რობ­დი… 18 წლის მის­გან წა­მო­ვე­დი, რად­გან უკვე ვა­ტყობ­დი, რომ აღარ ვუყ­ვარ­დი და ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შე­მიქ­მნეს, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა მიმ­ტა­ნად და­ვი­წყე, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბო­და – “მის სა­ქარ­თვე­ლო” გავმხდა­რი­ყა­ვი. პე­დო­ფილ­მა მე­უღ­ლემ არ მომ­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლის კას­ტინ­გი­დან ძა­ლით წა­მო­მიყ­ვა­ნა. ამიკ­რძა­ლა “მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე” მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. 18 წლის, ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ იქაც არ მო­მე­წო­ნა. ყვე­ლა­ფერს მიშ­ლიდ­ნენ, რო­ბო­ტი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მე რო­ბო­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი კი არა, პი­რი­ქით ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი და მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თის მაქვს. გა­მუდ­მე­ბით მიდ­რე­კი­ლი ვარ რა­ღაც ახ­ლის ძი­ე­ბის­კენ. მიმ­ტა­ნად მუ­შა­ო­ბა ჩემ­მა დამ და­მა­წყე­ბი­ნა, პე­დო­ფილს, ეგ­რე­თწო­დე­ბულ ქმარს რომ გავ­შორ­დი. რა­ტომ­ღაც გა­და­წყვი­ტა, რომ მიმ­ტა­ნად მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი ვა­რი­ან­ტი იყო.

სრულად წაკითხვა