„ოთხმა პოლიციელმა ხელი მომკიდა და ძალით გამომიყვანა, წამყვანიც გაოცებული იყურებოდა“ – ეთერ თურაძე

1 day ago 2

„ოთხმა პოლიციელმა ხელი მომკიდა და ძალით გამომიყვანა, წამყვანიც გაოცებული იყურებოდა“ - ეთერ თურაძე„ბათუმელების” რედაქტორი, ეთერ თურაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიაში სტუმრად მიიწვიეს, შემდეგ კი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

მისი თქმით, ის სტუდიაში იმყოფებოდა, როდესაც ეთერი დაასრულეს და წამყვანი სტუდიიდან გავიდა, შემდეგ მობრუნდა, გადაცემა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პოლიცია შევარდა და ის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

-პირველად მქონდა პრაქტიკა, როცა ოთხმა პოლიციელმა ხელი მომკიდა და ძალის გამოყენებით გამომიყვანეს. წამყვანიც გაოცებული იყურებოდა. დღეს ჩემი თვალით დავინახე და ჩემი კანით ვიგრძენი, რომ ამ ტელევიზიაში სტუდიას თიშავს პოლიცია. არ მომბეზრდება იმის თქმა და გაფრთხილება, რომ ესენი არიან საშიშები. მე არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან წასვლას. ძალიან გინდათ, რომ წავიდე და დაიხუროს „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, მაგრამ არ დაიხურება, – განაცხადა ეთერ თურაძემ.

მისივე თქმით, ააჭარის ტელევიზიის ფაბრიცაკიით დააკავეს მზია ამაღლობელი და ამას ის ყველგან შეახსენებს და დაუსაბუთებს.

-ისინი არიან შსს-ს დანაყოფები, უბრალოდ არ აცვიათ ფორმა, – თქვა თურაძემ.

პირველი

სრულად წაკითხვა