ოკუპანტების მიერ კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 ბავშვია

2 weeks ago 23

ოკუპანტების მიერ კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 ბავშვია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, იერიშის დროს 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 34 კლინიკაში გადაიყვანეს.

ქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაიწვა რამდენიმე ავტომობილიც.

წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმისას ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.

სრულად წაკითხვა