ოკუპანტმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება მთლიანად შეუჩერა

2 weeks ago 6

7

ოკუპანტმა რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება მთლიანად შეუჩერა. „ეხო კავკაზას “ ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბას განცხადებით, არსებობს ძალიან სერიოზული საფრთხე, რომ საბიუჯეტო სფეროში მომუშავე ადამიანებმა ხელფასი ვერ მიიღონ.

ე.წ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით ახლა ეძებენ თანხებს, რომ ოკუპირებულ რეგიონს რუსეთიდან ელექტროენერგია მიეწოდოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების მიზეზი “რუსეთსა და აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების” ვერ მიღებაა.

სრულად წაკითხვა