ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია

2 days ago 2

აფხაზური ტელეგრამის არხები ავრცელებენ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში საწვავის კრიზისისა და ავტოგასამართ სადგურებზე რიგების შესახებ.

ინფორმაცია დაადასტურეს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ე.წ. ენერგეტიკის მინისტრის, ბატალ მუხბას სიტყვებით, უახლოეს დღეებში იგეგმება შეტანა საწვავის ახალი პარტიისა, რომელიც საწვავის ბაზრის წარმომადგენლებზე გადანაწილდება.

ავტომობილების რიგი ბენზინგასამართ სადგურთან - D News-ი

ავტომობილების რიგი ბენზინგასამართ სადგურთან - D News-ი

მისი სიტყვებით, ზოგ კომპანიას ნამდვილად შეექმნა რესურსების დეფიციტი, მაშინ როცა რიგ მსხვილ მოთამაშეებს საჭირო რეზერვები აქვთ და აგრძელებენ საწვავის გაყიდვას თავიანთ ავტოგასამართ სადგურებზე.

მუხბამ შექმნილი ვითარების მიზეზებიც დაასახელა:

  • ზაფხულში, ტრადიციულად, ლოგისტიკა რთულდება ხოლმე, რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მიმავალი სამგზავრო მატარებლების რაოდენობის ზრდის გამო;
  • რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სირთულეები, რომლებმაც გაართულა ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემები;
  • საწვავის მიწოდება მხოლოდ რუსეთიდან ხორციელდება.

მისივე სიტყვებით, ყურადღებით აკვირდებიან ბაზარზე არსებულ ვითარებას და „მუდმივი კონტაქტი აქვს რუს კოლეგებთან, რათა სწრაფად მოაგვაროს წარმოშობილი სირთულეები“.

სრულად წაკითხვა