WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

14

ოკუპირებულ აფხაზეთში ქალზე ძალადობის ფაქტზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას ატარებს.

უწყების ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორი მამაკაცი ადგილობრივ მცხოვრებ ქალს, სავარაუდოდ, ქვებით სცემდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას თავის დახურული ტრავმა, მარცხენა თვალის ჰემატომა და ზედა ქუთუთოს ჭრილობით-დაჟეჟილი დაზიანება დაუდგინეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მილიციის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა და აფხაზეთში დროებით ცხოვრობს. უწყების ცნობით, დაკავებულებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე შემოწმების გავლაზე უარი განაცხადეს.

სოხუმის დე ფაქტო სასამართლომ ორივე რუსეთის მოქალაქეს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.