ოკუპირებულ დონეცკში ძლიერი აფეთქებები იყო

2 days ago 8

34

დროებით ოკუპირებულ დონეცკში ძლიერი აფეთქებები მოხდა, რის შემდეგაც ფართომასშტაბიანი ხანძარი გავრცელდა.

როგორც ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან, დარტყმა მოხდა „სიგმას“ ჰიპერმარკეტზე, რომელიც ოკუპანტებმა ადრე არსებული „აშანის“ შენობის ადგილზე მოაწყვეს. ობიექტი მდებარეობს სლავიანსკი–დონეცკი–მარიუპოლის შემოვლითი გზის მახლობლად.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თავდასხმა სავარაუდოდ უცნობი დრონებით განხორციელდა. უკრაინის სამხედრო–პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰიპერმარკეტ „სიგმას“ შენობა სრულად ჩამოინგრა.

სრულად წაკითხვა