ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო თურქეთის ქალაქ საქარიაში უბნის გახსნას აპირებს

4 hours ago 1

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად თურქეთის ქალაქ საქარიაში საარჩევნო უბანი გაიხსნა იგეგმება, გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებისთვის უბნები ადრე სტამბოლშიც გახსნილა თუმცა, მათ მუშაობას გარკვეული პრობლემები ახლდა.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დმიტრი მარშანის სიტყვებით, გადაწყვეტილება უბანი გაიხსნას არა სტამბოლში არამედ საქარიაში, მიიღეს იმისთვის, რომ „ორგანოების ყურადღება არ მიიპყრონ“, დე ფაქტო უწყებამ კონსულტაცია გაიარა თურთეთში „აფხაზეთის უფლებამოსილ წარმომადგენელთან“ იბრაჰიმ ავიძბასთან.

უბნები 15 თებერვალს გაიხსნება მოსკოვში და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში ყაბარდო-ბალყარეთში უბნის გახსნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

გარდა ამისა, დღეს ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "პრეზიდენტობის" კანდიდატად კომერციული ბანკის „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ თავმჯდომარე ადგურ ხურხუმალი დაარეგისტრირა. რის შემდეგაც კანდიდატების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის პოსტზე იბრძვიან: ე.წ.პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა, რუსეთის ფედერაციაში ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი ოლეგ ბარციცი, ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი" და ოპოზიციური „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა, ასევე "კონტროლის პალატის " ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა.

საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ "დამოუკიდებლობას" ცნობენ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.

სრულად წაკითხვა