სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დღეს, რუსული კანონის განხილვის დაწყებისას, ონლაინ მედიების აკრედიტებული ჟურნალისტების არ შეშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება პარლამენტში იყოს. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, პარალელურად, აქცია იმართება პარლამენტის უკანა შესასვლელთან.

“მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები”, – თქვა იოსელიანმა “ინტერპრესნიუსის” ცნობით.