ომბუდსმენის განცხადებით, ეუთო/ოდირს სთხოვეს "ქართული ოცნების" კანონპროექტების შეფასება

3 hours ago 2

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 5 თებერვალს ეუთო/ოდირს მიმართეს და სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვეს "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

"ქართული ოცნებს გეგმავს, დაჩქარებული წესით განიხილოს და შეცვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და სისხლის სამართლის კოდექსი.

"მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად", - ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა