დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას განვითარებული პროცესების შესახებ. ამის შესახებ განცხადება ოპოზიციურმა ძალებმა ბრიფინგზე გააკეთეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებს. ამასთან ხაზი გაუსვეს პროტესტში საჯარო მოხელეების მონაწილეობას და აღნიშნეს, რომ ისინი უნდა ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა ივანიშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს.