ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციასა და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კავშირზე მიანიშნებს:
“ქართულ პოლიტიკაში ლამის ყველაფერი მოხდა, პოლიტიკოსების საოცარი, ერთი შეხედვით აუხსნელი გარდასახვა-გარდმოსახვის ჩათვლით. თუმცა, ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო, რადიკალური ოპოზიციის ასე ძალუმად ჩაჭიდება ირაკლი ღარიბაშვილზე, ისე როგორც წყალწაღებული ეკიდება ყოველ ხავსს.
ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, მიიხედ-მოიხედე, იქნებ დახმარება იქიდან მოგივიდეს საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი არის – ალაპარაკდი ირაკლი და ჩვენ მხარს დაგიჭერთო.
იმედია ღარიბაშვილი საკუთარ თავს არ გადააქცევს იმ ოპოზიციის პაიკად, რომელსაც ამდენი წელი დაუნდობლად და იმედია გულწრფელად ებრძოდა.
ხოლო, ირონია რომ გვერდზე გადავდოთ, ოპოზიციის მორიგი ფსონი “ქართული ოცნებიდან” გაცხრილულ მორიგ ფიგურაზე, არის მათი დეგრადაციის ძალიან კარგი მარკერი“, – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.
paraleli პოლიტიკა