ორბანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის კონფლიქტი განიხილეს

1 week ago 7

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 11 დეკემბერს სატელეფონო საუბარი გამართა უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინაში ომში პოტენციურ „მშვიდობისმყოფელად“ მიიჩნევს.

მათ განიხილეს უკრაინის კონფლიქტის თემა, კრემლის თანახმად, "შედგა აზრთა საფუძვლიანი გაცვლა უკრაინის საკითხებზე."
ამავე ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ კიევმა დაიკავა "დესტრუქციული" პოზიცია, რომელიც გამორიცხავს სამშვიდობო შეთანხმებას.

კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგა ორბანის თხოვნით.

მანამდე ბუდაპეშტის უმაღლესი რანგის დიპლომატმა განაცხადა, რომ უნგრეთი გააგრძელებს უკრაინის გარშემო "მშვიდობიან მისიას". უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ფლორიდაში ობრანის და ტრამპის შეხვედრა იმის დასტურად შეაფასა, რომ არ იყო შემთხვევითი, რომ "ისინი, ვინც უკრაინაში მშვიდობას ესწრაფვიან, გახარებული იყვნენ დონალდ ტრამპის გამარჯვებით არჩევნებში“.

ორბანი მანამდე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, რომელმაც ადრე დადო პირობა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე მშვიდობას დაამყარებს უკრაინაში.

ობრანის და ტრამპის შეხვედრა შედგა კვირის დასაწყისში, ფლორიდაში.

„ორბანი დაინტერესებულია კრიზისის მოგვარების პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზების ერთობლივ მოძებნაში“ - წერს კრემლი თავის ცნობაში.

უნგრეთის პრემიერმა, ტრამპის და ასევე პუტინის უახლოესმა პარტნიორმა ევროპის კავშირში, არაერთხელ მოუწოდა მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ და უარი თქვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე მეზობელ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ივლისში მან გაბრაზა თავისი კოლეგები, ევროკავშირის წევრების ლიდერები, როცა კონფლიქტის მოგვარების მიზნით რუსეთთან დიპლომატიური მიმოწერა დაიწყო თავის ქვეყნის მიერ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის პოსტის დაკავებიდან რამდენიმე დღეში.

კრემლი იტყობინება, რომ ორბანმა და პუტინმა განიხილეს ასევე ენერგეტიკის პრობლემები. ბრიუსელი იმედგაცრუებულია, რომ ბუდაპეშტი რჩება რუსეთიდან ენერგომატარებლების მყიდველი სამი წლის შემდეგაც მას მერ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

სრულად წაკითხვა