ორი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან კიევზე დრონით მიტანილ იერიშს

2 days ago 3

ახალი წლის გათენებისას, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს დრონებით დაესხა თავს. იერიშის შედეგად კიევში ორი ადამიანი დაიღუპა.

1 იანვარს მომხდარი აფეთქებების გამო, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიჭრა და დაზიანდა შენობები უკრაინის დედაქალაქის ორ რაიონში. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის ოფიციალური წყაროები ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის მიერ გავრცელებული განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მათ რუსეთის მიერ ღამით გაშვებული 111 დრონიდან 63 ჩამოაგდეს. დამატებით 46 კი ინტერნეტზე წვდომის დახშობის შედეგად გაანეიტრალეს.

დედაქალაქზე მოსალოდნელი იერიშის თაობაზე უკრაინის საჰაერო ძალებმა მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ საჰაერო ძალები მტრის შეტევას იგერიებენ. „ახალი წლის ღამესაც კი რუსეთი მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, თუ როგორ ევნო უკრაინისთვის“, - განაცხადა სოციალურ მედიაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის იერიშმა კიევში საცხოვრებელი სახლის ორი სართული დაანგრია. მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ მეხანძრეები თავდასხმის მსხვერპლის სამშვიდობოზე გაყვანას.

უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, აფეთქებისგან ასხლეტილმა ნანგრევებმა მათი მიმდებარე შენობაც დააზიანა. ანალოგიური ზარალი კიევის სხვა რაიონშიც დაფიქსირდა.

სრულად წაკითხვა