WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

19

ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი, პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილის კორუფციის ბრალი წარუდგინეს:

,,კახელის და ვირის ისტორია ალბათ ვირმა გააჟღერაო – ხომ გახსოვთ ეს ამბავი? დასრულდა პროკურატურის ბრიფინგი და ორი “ვირის” ვინაობა მაინც, ამ ეტაპზე მკაფიოდ გავიგეთ: ბურჭულაძე და მხეიძე. მათი ჩვენებიდან შევიტყვეთ 750-ათასიანი ქრთამის შესახებ. ალბათ – “აწამეს” და “იძულებით” მისცეს ეს ჩვენება? იცით…”რატომღაც” არა მგონია – ნებაყოფლობით ითანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და დიდი ალბათობით, გულწრფელად იტყოდნენ სიმართლეს. მათი ჩვენების გარეშე, ჩვენ ალბათ ამ სიმართლეს ვერც შევიტყობდით. რაც ყველაზე მთავარია – ბრალდებულის ნდობით აღჭურვილი პირია ორივე – ანუ, ვერსიას “ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, აზრზე არა ვარ”: არ განვიხილავთ. ამ თვალსაზრისით, როგორც ბრალდებულის უახლოესი წრის მათი ნდობა ნამდვილად შეიძლება. “მეფეს ქმნის გარემოცვა” – ასე არ ბრძანებს ნიკოლო მაკიაველი, თუ ვცდები? თუ ეს გარემოცვაც – “შემთხვევით” შეიქმნა? ხანდახან – უხერხულ პასუხებს, უხერხული შეკითხვები მირჩევნია…