ორი ქართული მაუწყებელი, რადიო თბილისი და ტელეკომპანია თრიალეთი, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათი საბანკო ანგარიშები დიდი ხნის საგადასახადო ვალების ამოსაღებად დააყადაღა, რაც, მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კრიტიკული მედიის მიზანში ამოღების პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობას წარმოადგენს.
რადიო თბილისის დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ 25 ივნისს „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „არაფერია შემთხვევითი“. „როცა დამოუკიდებელი მედიის ხმა გესმით და ის ხმამაღლა საუბრობს, პასუხიც სწრაფია — ანგარიშზე ჩარევა, ფინანსური წნეხი, ბერკეტი და ზეწოლა“, – წერს სამხარაძე.
30 ივნისს რეგიონულმა ტელევიზიამ „თრიალეთმა“ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ანგარიშებს, შემოსავლების სამსახურმა, 10-15 წლის წინანდელი, გაყინული დავალიანების გამო, ინკასო დაადო. „ინკასოს დადება, ნიშნავს, რომ ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი ტელეკომპანია, ვეღარ გადაიხდის ელექტოენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხას, ვეღარ გასცემს ხელფასებს და შედეგად, ტელევიზია და რადიო გაუქმდება“, – აცახდებს ტელეკომპანია. მისივე თქმით, ანგარიშებზე ინკასოს დადება შურისძიების მიზნით, სავარაუდოდ კობახიძისა და ოხანაშვილის დავალებით, მოხდა.
This post is also available in: English