WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

Reuters-ის სააგენტო ირანის ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პირველადი ცნობებით, ორი რაკეტა ჩამოვარდა ირანის კუნძულ ქეშმზე.

ეს ყველაზე დიდი კუნძულია ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში.
შესაძლო ზიანის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
Tasnim-მა აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც ინციდენტს შესაბამისი უწყებები დაადასტურებენ.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ მანამდე გავრცელებულ ცნობაში აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოწმეების თქმით, ორი ჭურვი ჩამოვარდა სამხრეთ ირანში მდებარე კუნძულ ქეშმის სუზას რაიონში, მას შემდეგ, რაც კუნძულის თავზე თვითმფრინავის ხმა გაისმა.