WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ “ქვეტექსტებს” ხედავს და განმარტებებს აკეთებს ამ მხრივ:

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე და იმ აჟიოტაჟზე, რაც სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოჩანაწერს მოჰყვა და რომელშიც ცალკეულმა „ექსპერტებმა“, დანაშაულის ნიშნები „ვერ დაინახეს“.

არადა, რამდენჯერმე ითქვა, რომ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთდაერთი მიზანი – მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის. ეს იყო და ეს.

ამის მისახვედრად, უბრალოდ ლოგიკა უნდა მოიშველიო, მაგრამ არ მეგობრობენ ეს „ექსპერტები“ ლოგიკასთან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.