ესპანური გამოცემა "AS" იუწყება, რომ კატალონიის "ბარსელონა" სეზონის შემდეგ შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებს.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს აკვირდება.
ნიგერიელი ფორვარდი კვლავ "ნაპოლის" საკუთრებაა. ის სეზონის ბოლომდე "გალათასარაიში" იქნება და მის მსურველებს გასაუბრება "პარტენოპეისთან" მოუწევთ.
რაც შეეხება კვარას, ის სეზონის ბოლომდე ალბათ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ქართველის გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამ დუეტმა 2022/23 წლებში საოცარი თამაშით დაგვამახსოვრეს თავი.