გიული მანჯგალაძე "სიონში" დაბრუნდა - ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ადასტურებს.
32 წლის ნახევარმცველი ბოლნისელთა ღირსებას 2016 წლის სეზონში იცავდა. მანჯგალაძე "სიონის" მაისურს, კიდევ ერთხელ, სეზონის ბოლომდე მოირგებს. გამოცდილი ფეხბურთელი, კლუბის რიგებს, ქუთაისის "ტორპედოდან" შემოუერთდა, სადაც 2022-2024 წლებში ასპარეზობდა და 95 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემა დააგროვა აქტივში.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.