ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

1 day ago 2

საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც აქამდე ბუნდესლიგა 2-ის კლუბ "კარლსრუეში" ასპარეზობდა, ბუნდესლიგის ბინადარ "ჰაიდენჰაიმთან" 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და კლუბში 2029 წლამდე დარჩება.

"ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს ჩემი ტრანსფერისთვის, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და მეთამაშა ბუნდესლიგაში.

ახლა ჩემი მთავარი მიზანია, გუნდს დავეხმარო სეზონის ბოლოს ლიგაში დასარჩენად. მოუთმენლად ველი, ჩემპიონატის განახლებას"

- თქვა ბუდუმ კონტრაქტის გაფორმების შემდგომ.

სრულად წაკითხვა