ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
სამი წუთი და 17 წამი დავუჯეროთ მამუკა მდინარაძეს და ჩვენც გავიმეოროთ, რომ საქართველომ ანტი-დრონ რაღაც სისტემები შეიძინა! ოღონდ, ვიკითხოთ – ვისგან?
აშშ-სგან? – გულუბრყვილოები თუ ვართ, არ გამოვრიცხავთ!
ევროპის რომელიმე სახელმწიფოსგან? – რავი, დღე და ღამ აგინებენ და… ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ, ესეც დავუშვათ!
ისრაელისგან? – “სიკვდილი ამერიკას” და “სიკვდილი ისრაელს” რომ გაჰკივის იმ ქვეყანაში ჩადიან დღე-დღეზე და… ისრაელი რატომ გადასცემდა? .. მაგრამ, ჯარხანას ჩვენი თავი და, იყოს ისრაელი!
კიდევ რა ვარიანტებია?
უკრაინა?.. მე მეცინება, მაგრამ, ოქ… ოყოს უკრაინა!
და ახლა ვიკითხოთ – თუ რომელიმე ამ ქვეყანა/სივრცემ გადმოსცა საქართველოს ეს ანტი-დრონები, გამოდის, რომ თავდასხმას რუსეთისგან ელიან? ანუ – გავიმეოროთ – ეს ქართული ოცნება თავდასხმას რუსეთისგან ელის?
და რატომ? რას აშავებთ, ბიჭებო?
რაღაი ეს წარმოუდგენელია, მომწოდებელი, შესაბამისად, არაა არც აშშ და არც ევროპა… უკრაინა თუ ისრაელი! და თუ ცნობა ამგვარი დრონების შეძენის თაობაზე მართალია; ისიც გამოდის, რომ ამათ ეს სისტემები რუსეთისაგან შეუძენიათ!
ვინმეს თავდასხმას ელიან? მაგალითად უკრაინას უფრთხიან? სად მოუყარეს ამ სისტემებს თავი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარშემო? მთავრობას იცავენ? თუ….
თუ, იქნებ აბასთუმნის გარშემოა ეს ყველაფერი?.. “დამფუძნებელ მამას” განსაკუთრებით ეშინია?!

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·