იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ანრი ოხანაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ხაჯიშვილი და გიორგი გოდაბრელიძე, ასევე “ევროოპტიმისტების” წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე გააძევა.ამით, გაძევებული დეპუტატების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

მანამდე სხდომიდან გააძევეს ოპოზიციის დეპუტატები – ლევან ხაბეიშვილი, ანი წითლიძე, თამარ კორძაია, ქეთი თურაზაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და თაკო ჩარკვიანი.

ანრი ოხანაშვილი დეპუტატების გარდა, სიტყვით და კითხვის დასრულების საშუალებას არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აძლევს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათაც და ოპოზიციასაც დროის გაწელვა უნდა.