“ყველა შემდგარმა, წარმატებულმა სახელმწიფომ გაიარა თავისუფლებისკენ ეს გზა. ახლა ჯერი ჩვენზეა – დროა, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ბოროტ რეჟიმს და სამუდამოდ დავიმკვიდროთ ადგილი ცივილიზებულ ერთა შორის”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით ავტოკრატებსა და დიქტატორებს ბევრი საერთო აქვთ, ქოცებსა და რუსებს კი – კიდევ უფრო მეტი:
“სისულელეა “დიფ სთეითზე” და გლობალური ძალების შეთქმულებაზე ქოცების ბოდვა.
სინამდვილეში ეს გამოგონილი, აბსტრაქტული მტერია, რომელსაც ყველა ავტოკრატი იყენებს ერთი და იმავე სქემით – ქმნის წარმოსახვით მტერს და თავს წარმოაჩენს ამ საფრთხისგან ერის გადამრჩენად მაშინ, როცა რეალურად ახდენს ძალაუფლების უზურპაციას, ძარცვავს და ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე.
ამის მაგალითებია ვენესუელაში “ამერიკული იმპერიალიზმი”, რუსეთში “დასავლური ლიბერალიზმი”, ბელარუსში “ნატოს საფრთხე”, ირანში კი მმართველები მუდმივად საუბრობენ “სიონისტებზე”.
ყველა შემდგარმა, წარმატებულმა სახელმწიფომ გაიარა თავისუფლებისკენ ეს გზა. ახლა ჯერი ჩვენზეა – დროა, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ბოროტ რეჟიმს და სამუდამოდ დავიმკვიდროთ ადგილი ცივილიზებულ ერთა შორის.
და ბოლოს, ავტოკრატებსა და დიქტატორებს ბევრი საერთო აქვთ, ქოცებსა და რუსებს კი – კიდევ უფრო მეტი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს