პაატა მანჯგალაძე: “ავტოკრატიის დამარცხების ფორმულა მარტივია – ავტოკრატია სრულდება მაშინ, როცა თავისუფალი მოქალაქეები შიშს საბოლოოდ დაძლევენ!”

3 weeks ago 7

“ქართულ ოცნებას” ხალხის დაშინება და მტრის ხატის შექმნა სჭირდება, რადგან მისი ძალაუფლება შიშსა და დაპირისპირებაზე დგას.

ძლიერი, თავისუფალი და ერთიანი საზოგადოება ავტორიტარულ რეჟიმს საფრთხეს უქმნის, ამიტომ იგი ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანები დაუცველად და მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს.

შიშის მთავარი წყარო მტრის ხატია. სწორედ ამიტომ “ქართული ოცნება” მუდამ ცდილობს მოსახლეობას დააჯეროს ცრუ საფრთხეებში, რომ გარედან ან შიგნიდან მოსული საფრთხე არსებობს – რომ ვიღაც ებრძვის მათ ტრადიციებს, იდენტობას, ეკონომიკას, სახელმწიფოს.

მათ სჭირდებათ ვინმე, ვისაც დაადანაშაულებენ ქვეყნის ყველა პრობლემაში – იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტი, მედია, სამოქალაქო აქტივისტები თუ უცხოელი „მტრები“.

ყველა ავტოკრატიის მთავარი მესიჯი ასეთია: „თუ მე არ ვიქნები, ეს ქვეყანა დაიღუპება“. ამიტომ მას უნდა, რომ ხალხმა მუდმივად უარესზე იფიქროს და არა იმაზე, როგორ შეიძლება უკეთესი მომავალი შეიქმნას.

ამიტომაც ივანიშვილის რეჟიმს არ სჭირდება განვითარება – მას არ სჭირდება განათლებული და წარმატებული საზოგადოება. პირიქით, იგი ებრძვის ყველა ალტერნატიულ აზრს, რადგან კრიტიკული და თავისუფალი მოქალაქე მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.

მაგრამ შიში მუდმივად ვერ გაძლებს. ხალხი უკვე ხვდება, რომ „მტრის ხატი“ ხელოვნურად შექმნილი იყო და რომ მათ აქვთ ძალა დაძლიონ შიში.

ავტოკრატიის დამარცხების ფორმულა

მარტივია – ავტოკრატია სრულდება მაშინ, როცა თავისუფალი მოქალაქეები შიშს საბოლოოდ დაძლევენ!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა