WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა და პირველი ინსტანციის მიერ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ითხოვს.

პოლიტიკოსის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, საქმეში არსებული მასალებითა და უშუალოდ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სტანდარტითაც კი მანჯგალაძის მხრიდან რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენა არ დასტურდება.

უფლებადამცველის განმარტებით, ვინაიდან წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა, პაატა მანჯგალაძე პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც და არგუმენტაციითაც, ასევე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც კი არ უდასტურდება რაიმე ტიპის სამართალდარღვევა 2025 წლის 4 ოქტომბერს. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის, რომ ის უნდა იქნას გათავისუფლებული და მის მიმართ დამდგარი განაჩენი უნდა იქნას გაუქმებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შესავალ სიტყვაში. პაატა მანჯგალაძის პოზიცია ბოლო პროცესზეც იყო, რომ გვეხელმძღვანელა მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით, რაც მისი ფბ გვერდით იქნა გავრცელებული და გაშუქებული მედიის მიერ”, – აცხადებს ბექა ბასილაია.

4 ოქტომბრის საქმეზე მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ხუს­კი­ვა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს – 7 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალ­დე­ბა სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.