პაპმა საახალწლო მიმართვაში აბორტის საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა

2 days ago 4

რომის პაპმა ფრანცისკემ ახალი წლის მიმართვაში, მორწმუნეებს მიმართა და მოუწოდა მათ, უარი თქვან აბორტზე და დაიცვან „მტკიცე ვალდებულება“ და პატივი სცენ სიცოცხლეს ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე.

88 წლის ფრანცისკემ ოთხშაბათს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, აღავლინა საახალწლო მესა, რომელიც ღვთისმშობელს მიეძღვნა.

თავის ქადაგებაში მან თქვა, რომ ლოცულობს - ყველამ ისწავლოს „ქალისგან დაბადებული ყოველი შვილის“ მოვლა და „სიცოცხლის ძვირფასი ძღვენის“ დაცვა: სიცოცხლის საშვილოსნოში, ბავშვების სიცოცხლის, ტანჯულთა, ღარიბების, მოხუცების, მარტოსულებისა და მომაკვდავების სიცოცხლეების“.

„ვითხოვ მტკიცე ვალდებულებას, პატივი სცეთ ადამიანის სიცოცხლის ღირსებას ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე, რათა თითოეულმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი სიცოცხლით ტკბობა და ყველამ იმედით შეხედოს მომავალს“, - თქვა პაპმა. ამით მან მიანიშნა, რომ ეკლესია წინააღმდეგია აბორტისა და ევთანაზიის [საკუთარი სიცოცხლის დასრულება სამედიცინო ჩარევით].

ბოლო წლებში არგენტინელი იეზუიტი პაპი, უფრო ხაზგასმით საუბრობს აბორტზე და მის საწინააღმდეგო იმაზე მეტ განცხადებებს აკეთებს, ვიდრე მისი პონტიფიკაციის დასაწყისში. კათოლიკურ ეკლესიაში დოქტრინების მკაცრად დამცველი, მისი წინამორბედი ორი პაპის შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ თავისი პაპობის პირველ თვეებში, 2013 წელს რამდენჯერმე თქვა, რომ ეკლესია შეპყრობილი იყო „წვრილმანი წესებით“ ისეთი მწვავე საკითხების შესახებ, როგორიცაა აბორტი.

თუმცა, პაპი ახლა აბორტის გაკეთებას რეგულარულად „პრობლემის გადასაჭრელად მკვლელის დაქირავებას“ უწოდებს. ცოტა ხნის წინ, მის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აბორტის შესახებ ბელგიური კანონი "მკვლელობაა", ამ ქვეყანაში აღშფოთება მოჰყვა.

დილის საზეიმო მესა პაპის დატვირთული საშობაო განრიგის ბოლო დიდი მსახურება იყო. პაპისთვის, რომელსაც სუნთქვის პრობლემები აწუხებს, წლევანდელი სეზონი კიდევ უფრო რთული იყო, რადგან ვატიკანში დიდი წმიდა წელი დაიწყო. ეს არის რწმენის ზეიმი, რომელიც 25 წელში ერთხელ იმართება. ვარაუდობენ, რომ წმიდა წლის აღსანიშნავად, რომში 32 მილიონზე მეტი პილიგრიმი ჩავა.

სრულად წაკითხვა