პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ქალი პირველად დანიშნა

21 hours ago 1

ორშაბათს პაპმა ფრანცისკემ დაასახელა პირველი ქალი, რომელიც, რომელიც ვატიკანის დიდ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. იტალიელი მონაზონი სიმონა ბრამბილა იმ დეპარტამენტის პრეფექტი იქნება, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ყველა რელიგიურ ორდენზეა პასუხისმგებელი.

ეს დიდი ნაბიჯია ფრანცისკეს მიზნისკენ, ქალებს ეკლესიის მართვაში მეტი როლი მიანიჭოს. ვატიკანის ზოგიერთ ოფისში ქალები მეორე პოზიციებზე უკვე მსახურობდნენ, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის ცენტრალურ მმართველ ორგანოში ქალი პრეფექტი არასდროს ყოფილა.

ბრამბილას დანიშვნის ისტორიული ბუნება ვატიკანის მედიამ დაადასტურა და ცნობა შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა „მონაზონი სიმონა ბრამბილა ვატიკანში პირველი ქალი პრეფექტია“.

ეს ვატიკანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოფისია და ყველა რელიგიურ ორდენს ზედამხედველობს, იეზუიტებიდან ფრანცისკანელებამდე და უფრო მცირე ახალ მოძრაობებამდე.

დანიშვნის სიახლის და თანმდევი თეოლოგიური შედეგების აღსანიშნავად, ფრანცისკემ იმავდროულად დაასახელა თანა-ლიდერი, ანუ „პროპრეფექტი“, რაც თეოლოგიურად საჭიროა, რადგან პრეფექტს უნდა შეეძლოს წირვა და წმიდა საიდუმლოსთან დაკავშირებული სხვა რიტუალების ჩატარება, რაც ამჟამად მხოლოდ კაცებს შეუძლიათ.

ფრანცისკემ ბრამბილას პრეფექტად დანიშვნა შესაძლებელი გახადა ეკლესიის საფუძველი კონსტიტუციის რეფორმით, რომელიც მან 2022 წელს გაატარა. რეფორმა არახელდასმულ ადამიანებს, მათ შორის ქალებს, პრეფექტად მსახურების საშუალებას აძლევს.

თუმცა ფრანცისკემ შეინარჩუნა აკრძალვა ქალების მღვდლობაზე და ქალების დიაკვნად ხელდასმის იმედები გააქრო.

სრულად წაკითხვა