პაპუაშვილი- NGO კულტურა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა

1 day ago 5

ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომლებიც მათივე შექმნილი და დაფინანსებული არიან, არიან საზოგადოება და ხალხი. ჩვენ თვალწინ ცდილობდნენ, რომ ჩაენაცვლებინათ ხალხი NGO-ებით, რომლებიც არც არავის მიერ არიან არჩეული, არც არავის მიერ არიან ლეგიტიმურები და არც არავის წარმოადგენენ.

20-კაციანი ISFED, 30-კაციანი გამჭვირვალობა თუ 50-კაციანი საია საკუთარი თავის გარდა და დონორის გარდა არავის ამ ქვეყანაში არ წარმოადგენენ. ეს არის მთავარი. ის ოპერაცია, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა, საბოლოოდ იქნა მხილებული აშშ-ს მიერ, რომ მხილებული ყოფილიყო, რომ ეს არის გამტარებელი სხვა ქვეყნის ინტერესებისა, საზოგადოების საპირწონედ.

[…] ვის წარმოადგენს ISFED, TI. ხომ ვხედავთ ვინც არიან, სადაც სხედან, რომელ პარლამენტებში აძლევენ ჩვენებას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. […] ესტონეთში რომ არიან დარეგისტრირებული დღეს და სქემებს ალაგებენ შავი ფულის შემოტანისა. […] NGO კულტურა, სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

სრულად წაკითხვა