7
პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:
გუშინ პაპუაშვილმა შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili რუსთავი 2-ზე კიდევ ერთხელ უტიფარი ტყუილი თქვა ოდირის დასკვნაზე – მუქარა-ზეწოლაზე ზუსტად ისე საუბრობს 2024-ის დასკვნაში ოდირი როგორც 2020-ის დასკვნაში საუბრობდაო. მიუხედავად იმისა, რომ შავით თეთრზე საპირისპირო წერია, ამტკიცებდა, რომ 2024-შიც უბრალო ბრალდებებზე საუბრობს, არაფერი შეცვლილაო. ამ სხვაობაზე დასკვნის გამოქვეყნების დღიდან ბევრს ვსაუბრობ. აქამდე არ უხსენებიათ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი სხვაობაა, როგორც ჩანს დააწვათ და ხმა ამოიღეს – თუმცა, ისევ ტყუილი.
ამოვიღე ციტატები 2024-ის და 2020-ის დასკვნიდან და შეგიძლიათ შეადაროთ. 2020-ის დასკვნაში საუბარია ბრალდებებზე, 2024-ის დასკვნაში ფაქტებზე. ამ ტერმინებს ოდირი მაშინ იყენებს, როცა მუქარა-ზეწოლის შემთხვევებს დადასტურებულად, მტკიცებულებებით გამყარებულად, მიიჩნევს.