ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენმა თავისი ესპანელი ვინგერი, მარკო ასენსიო ბირმინგემის ასტონ ვილაში გაუშვა.
როგორც ჟურნალისტი წერს, საუბარია საიჯარო ხელშეკრულებაზე და სეზონის ბოლომდე ასენსიოს ხელფასს ინგლისელები გადაიხდიან, თუმცა მათ გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
მარკო ასენსიო ფრანგულ კლუბს 2023 წელს შეუერთდა, მისი კონტრაქტი კი მომავალ წელს, 30 ივნისს იწურება.