პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი(ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ცოლი, ეკა მიშველაძე ავრცელებს.
„ბუკა დააკავეს, ჯერ-ჯერობით არ ვიცი სადაა და არც ის ვიცი, როგორ არის. მაგრამ დაკავებული რომ არის, დადასტურებულია“, – წერს ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის გამო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.