პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა, მიიტანეს სცენის ასაწყობი კონსტრუქცია

5 hours ago 2

22 დეკემბერს ათზე მეტი მარშის მონაწილეები შეუერთდნენ აქციას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.

ამ დღეს მსვლელობა მოაწყვეს კახელებმა, ვეტერანებმა, ფრანკოფონებმა, ლეჩხუმლებმა, მემარჯვენე ლიბერალებმა, ინგლისური ენის სპეციალისტებმა და სხვებმა.

კახელების აქციას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს ორბელიანების სასახლესთან მოწყობილი საახალწლო სცენიდან მიმართა. „ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანიც, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ და ქართველი ვარ!“ - თქვა პრეზიდენტმა. 21:00 საათზე ის აქციის მონაწილეებს პარლამეტთან მიმართავს.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია - აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.

უკვე სამ კვირაზე მეტია, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების პროცესში, ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

სრულად წაკითხვა