პარლამენტისთვის ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლისთვის დაკავებული არასრულწლოვანი თავისუფალია

6 days ago 5

2

არასრულწლოვანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავეს და პარლამენტის შენობისთვის ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებოდნენ, თავისუფალია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 წლის მ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი მეთვალყურეობისთვის მშობელს, კერძოდ კი, მამას გადაეცა.

სრულად წაკითხვა