პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

1 month ago 19
საპროტესტო აქცია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, 15 აპრილი, 2024. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და პოლიტიკოსების ძლიერი წინააღმდეგობის, ასევე პარლამენტის მახლობლად მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით, 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

უკვე მესამე დღეა პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. საღამოს 7 საათისთვის კი ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი.

საბოლოო მიღებამდე კანონპროექტმა მეორე და მესამე მოსმენები უნდა გაიაროს, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად, დაჩქარებული პროცედურა არ იგეგმება. კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი სახელდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა