ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა პარლამენტში გრძელდება. ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია მილიარდ 200 მილიონი ლარით და გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში აისახა იმ მიმართულებების დამატებითი დაფინანსება, რაც გაწერილია სამთავრობო პროგრამაში “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ”.
ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2 მილიარდ 400 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს.
გათვალისწინებულია პენსიის და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების გაზრდა. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა.