პარლამენტში დეპუტატ დავით კოდუას ადგილმონაცვლე ზურაბ ქადაგიძე გახდა

5 hours ago 6
Zurab Kadagidze, a newly elected Georgian Dream MP. Photo: Zurab Kadagidze/Civil.ge

29 ოქტომბერს, სადავო პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დავით კოდუას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, რადგანაც ის ზუგდიდის მერად აირჩიეს, ხოლო მისი ადგილმონაცვლე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გახდა. ორივე გადაწყვეტილება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე იქნა მიღებული.

40 წლის კოდუამ ქალაქ ზუგდიდში მერის არჩევნები 4 ოქტომბერს მოიგო და ხმების 88.8% მოიპოვა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მერის თანამდებობა პარლამენტის მანდატის ფლობასთან შეუთავსებელია.

38 წლის ქადაგიძე ადრე, 2016 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, თბილისის საკრებულოს წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“. მოგვიანებით ის „ხალხი ძალას“ შეუერთდა. ქადაგიძე ხშირად ჩნდება სახელისუფლებო POS TV-ს ეთერში და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური პარტიების წევრებს „რადიკალებად“ მოიხსენიებს.  

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა